აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მიმდინარე წელს ჩეხეთი, სავარაუდოდ, ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების მიზანს ვერ შეასრულებს” – ანდრეი ბაბიში

მიმდინარე წელს ჩეხეთი, სავარაუდოდ, ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების მიზანს ვერ შეასრულებს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

როგორც ჩეხეთის პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% დახარჯოს, თუმცა ამას ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები ართულებს.

მისი თქმით, არსებული დეფიციტი წინა, პროევროპული მთავრობის მიერ გადაჭარბებული ხარჯების შედეგია.

ბაბიშის განცხადებით, პრაღა კვლავ ერთგულია ნატო-ს ახალი მიზნის – 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 3,5%-ის დახარჯვის. თუმცა, მისი აზრით, ალიანსის წევრებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას და არამხოლოდ ხარჯების მაჩვენებლებს.

„მთავარი შესაძლებლობებია და არამხოლოდ პროცენტები, რადგან ხარჯების მაჩვენებლებით მანიპულირება საკმაოდ მარტივია“, – განაცხადა ბაბიშმა.

იტვირთბა....