აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა — დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ჩვილი

თურქეთის დენიზლის პროვინციაში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 33 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სარაიქოის რაიონში, დენიზლი-აიდინის ავტომაგისტრალზე მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, „Pamukkale Turizm“-ის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი, რომელიც იზმირიდან ანტალიის მიმართულებით მოძრაობდა, გზის ბარიერებს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების, პოლიციის, სახანძრო-სამაშველო, ჟანდარმერიისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დადასტურდა, რომ დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის 9 თვის ჩვილი. დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 38 მგზავრი და 3 თანამშრომელი იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....