ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანის ისტორიული ბოფორტის ციხისა და მიმდებარე სტრატეგიული ქედის აღება ისრაელის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა.
„დღეს ბოფორტში განსხვავებულად დავბრუნდით. დავრუნდით გაერთიანებულები, განმტკიცებულები და ისე ძლიერები, როგორიც არასდროს ვყოფილვართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა „ჰეზბოლას“ 8 000 მებრძოლი გაანადგურა.
„“ხსნის ომის“ დაწყებიდან „ჰეზბოლას“ 8 000 ტერორისტი გავანადგურეთ. ოპერაცია „მოღრიალე ლომის“ შემდეგ – 3 000. მხოლოდ ბოლო თვეში – 700. ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააფართოვონ შეჭრა ლიბანში. მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს. ბოფორის ქედზე კონტროლო აიღეს. ახლა კი ჩემი მითითებაა, გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ჩვენი კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ აკონტროლებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელმა საკუთარი თემებისა და დასახლებების დასაცავად, უსაფრთხოების ზონები საზღვრებს მიღმაც შექმნა.
„ბოფორის აღება მნიშვნელოვანი ეტაპი და იმ პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. შიშის ბარიერი დავამსხვრიეთ. ყველა ფრონტზე ვმოქმედებთ – სირიაში, ღაზასა და ლიბანში. ჩვენი თემებისა და დასახლებების დასაცავად, უსაფრთხოების ზონები საზღვრებს მიღმაც შევქმენით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

