ირანის პარლამენტის სპიკერისა და აშშ-თან მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, ირანი არ მიიღებს აშშ-თან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ ექნება გარანტია, რომ ირანელი ხალხის უფლებები და ინტერესები დაცული იქნება.
მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ირანი პრაქტიკულ და რეალურ შედეგებს დაინახავს და არამხოლოდ დაპირებებს.
„მტრის სიტყვებისა და დაპირებების მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმია, მივიღოთ ხელშესახები შედეგები, ვიდრე სანაცვლოდ საკუთარ ვალდებულებებს შევასრულებთ“, – განაცხადა ღალიბაფმა.

