ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იზორიამ მყვინთავ მებრძოლთა წვრთნები დროებით შეაჩერა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსების ფარგლებში წვრთნები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდება სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.

”ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი – თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მე ამაზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები დროებით შეჩერდეს, მოხდეს სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს მყვინთავ მებრძოლთა კურსების ფარგლებში წვრთნების დროს ორი სამხედრო ზღვაში გაუჩინარდა.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

 

იტვირთბა....