აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლატვიის საჰაერო სივრცეში ზედიზედ მე-3 დრონის შეფრენის გამო NATO-ს გამანადგურებლები ააფრინეს

ლატვიის საჰაერო სივრცეში ზედიზედ მე-3 დრონის შეფრენის გამო NATO-ს გამანადგურებლები ააფრინეს – ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დრონების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთი ახშობს უკრაინულ დრონებს და მათ NATO-ს ტერიტორიისკენ მიმართავს. შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ ლატვიის საჰაერო სივრცეში სულ მცირე ერთი დრონი აღმოაჩინეს, რის პასუხადაც ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიის დაქვემდებარებაში მყოფი NATO-ს ავიაგამანადგურებლები ააფრინეს.

“დამატებითი დანაყოფების განლაგებით ჩვენ აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გავაძლიერეთ” – აცხადებენ ლატვიის შეიარაღებუულ ძალებში.

NATO-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები მიზანმიმართულია. მათი განცხადებით, რუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიება, არამედ ასევე მათი გადამისამართებაცაა, რათა ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებს შესაძლო ზიანი მიაყენოს.

იტვირთბა....