აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, რომელშიც ატომური ავიამზიდი USS Nimitz შედის, კარიბის ზღვაში შევიდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, რომელშიც ატომური ავიამზიდი USS Nimitz შედის, კარიბის ზღვაში შევიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას.

კონტინგენტის შემადგენლობაში შედის ავიაჯგუფი Carrier Air Wing 17, გამანადგურებელი USS Gridley და მომარაგების ტანკერი USNS Patuxent.

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ოთხი ადამიანის მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში წაუყენა ბრალი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბასთან მიმართებით სამხედრო ესკალაცია ამ ეტაპზე გამორიცხა. თუმცა, „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს, როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო ვარიანტებს.

შეგახსენებთ, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ამერიკა-კუბას ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. 2026 წლის დასაწყისიდან ვაშინგტონმა კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა, რამაც კუნძულზე ენერგეტიკული კრიზისი და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები გამოიწვია.

იტვირთბა....