აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა დახარჯონ” – მარკ რუტე

ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა დახარჯონ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შვედეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მარკ რუტემ ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე პრესკონფერენცია შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად გამართა.

„ნატო-ს ფარგლებში ხარჯები თანაბრად არ არის გადანაწილებული. ძალისხმევას ქვეყნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობს, მაგრამ ბევრი სხვა უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისად არ ხარჯავს“, – განაცხადა რუტემ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მხარდაჭერის სიდიდის მიხედვით შვედეთი რიგით მესამეა.

„კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი მხარდაჭერის მოცულობას კონკურენციას სხვა ქვეყნებიც გაუწევდნენ. ჩვენი მხარდაჭერა ხანგრძლივი და მტკიცე უნდა იყოს“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დღეს დაიწყება და ხვალაც გაგრძელდება.

იტვირთბა....