ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უზბეკეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი რეამინაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის შვილი ავრცელებს.

“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო, ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”.- წერს პრეზიდენტის ქალიშვილი ინსტაგრამზე.

უზბეკეთის პრეზიდენტი 78 წლისაა და ის ქვეყნას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართავს.

აღსანიშნავია, რომ კარიმოვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობები მედიაში პირველად გავრცელდა. აქამდე  პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოფიციალურ განცხადება არ გაკეთებულა.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....