ირანის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განთავსდა ქვეყნის უმთავრეს, ფორდოს ატომური რეაქტორის დასაცავად.
ამის შესახებ საჰაერო თავდაცვითი ძალების სარდალმა, გენერალმა ფარზად ესმაილიმ განუცხადა ირანის ერთ-ერთ სახელმწიფო ტელეარხს და დასძინა, რომ ამიერიდან “ირანის ცა, ყველაზე უფრო დაცული გახდა მთელ რეგიონში”.
ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრზე ჩანს რუსეთის წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლის რაკეტები და სხვა შეიარაღება საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
ვოდეოკადრის გავრცელებამდე, ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეხვდა ქვეყნის სამხედრო სარდლობას და განაცხადა, რომ ს 300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა არის თავდაცვითი და არა შეტევითი.
“მიუხედავად ამისა, აშშ-ი ყველაფერს აკეთებდა, რომ ირანს ეს შეიარაღება არ ჰქონოდაო”, – დასძინა ხამენეიმ.
წყარო – რადიო თავისუფლება
დღის რეიტინგული სტატიები:
- ,,მაია მიყვარხარ. უშენოდ აღარ შემიძლია… ვირიშვილებს უფალი აზღვევინებს“ – ვახტანგ რჩეულიშვილი
- ხაინდრავას ფილმის შემდეგ: „ვაღებინე სისხლი, დედაჩემი სცემეს იმიტომ, რომ დედაჩემი იყო“
- როგორი ამინდი იქნება სექტემბრიდან საქართველოში
- ექსპერტიზის პასუხი: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია
- საშინელი ავარია ქობულეთში: გარდაიცვალა 2 ადამიანი, 3 – დაშავდა