სოციალურ ქსელში Яндекс Такси – ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანია საქართველოში შემოვიდა.
ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რისი მიზეზიც Яндекс – ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია.
“ჯერ რუკები გაასწორეთ, მერე გამარჯობის სწორად, გრამატიკულად თქმა ისწავლეთ და მერე შეიძლება დავფიქრდეთ თქვენს მომსახურებაზე”; ” აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, დაიმახსოვრეთ”, – წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო: Ipress.ge