ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საია ონლაინ-პეტიციით ნარმანიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ონლიან-პეტიცია, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერს ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს.

“2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით – ,,მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია […] მაიმუნი ვირიშვილი ეს…“ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის”. – ნათქვამია პეტიციის ავტორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

იხილეთ პეტიცია

იტვირთბა....