[mom_video type=”youtube” id=”1CNi4ocoAlk”]
იტალიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დღეს 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.
ამატრიჩეს მერის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქის ნახევარი განადგურებულია, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყრის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს.
ბოლო მონაცემებით მიწისძვრას 10 ადამიანი ემსხვერპლა.