ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაგლიჯა

გორში, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაასახიჩრა. თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძემ დამცავი ბარიერი გადალახა და დათვს დაუშვებლად მიუახლოვდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

60 წლის მამაკაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.

იტვირთბა....