ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს” – ბერდია სიჭინავა

გახარიას გუნდის წარმომადგენელი, ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს “კაფკას პროცესს” ადარებს.

პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ეს პროცესები, რომელიც ახლა უკვე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ისე დასრულდება, რომ ვერცერთი პარტია ვერ გაიგებს, რას ედავებოდნენ და რისთვის აკრძალეს. 

რას მედავებიან, კონსტიტუციური ბრალდება რაში მდგომარეობს, რომელი კონკრეტული ნაწილით და პუნქტით მედავებიან, რომ კონსტიტუციასთან შეუთავსებელია ჩვენი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა  და დისპოზიცია რა გავაკეთეთ ამისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. აქ არანაირი მართლმსაჯულება არ არსებობს. აი კაფკას პროცესი რასაც ქვია, რომ ვერ გავიგებთ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც, ვის რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს, ეს იქნება მოცემულობა.   

ეჩქარებათ პროცესის დასრულება, მაგრამ არაგონივრული იქნება და ამაზე ჩვენ შუამდგომლობები გვექნება რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესი გადაიდოს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.  

იტვირთბა....