ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2024 წელს გატაცებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
“2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება”- წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ განცხადებაში.

