ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაიცავი გამოფენა” – ექსპო-ჯორჯიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

პროტესტი საგამოფენო სივრცის დასაცავად – ამ წუთებში მოქალაქეები ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ადგილზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.  

  • 100 ათასი კვადრატული ტერიტორიიდან ნაწილზე “ოცნების” გარემოცვის ბიზნესმენი მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს.

როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი იუწყება, ახლა ექსპო-ჯორჯიაში იმ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპირებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე შესვლის და კომპანიის მფლობელებთან შეხვედრის საშუალბას არ აძლევენ. პოლიციამ შესასვლელი რკინის ჯებირებით ჩახერგა.

იტვირთბა....