შვედეთის ქალაქ გიოტებორგში რვა წლის ბიჭი დაიღუპა. BCC-ის ცნობით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ხელყუმბარა გახდა.
ბავშვს ხელყუმბარა მაშინ ესროლეს, როცა მას მისაღებ ოთახში ეძინა. ის ნათესავებთან სტუმრად იყო.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. ამ მისამართზე დარეგისტრირებული იყო მამაკაცი, რომელიც გასული წლის მარტში შეიარაღებული თავდასხმისთვის გაასამართლეს.