აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს” – კახა კალაძე

გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ცნობილია.

„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ – ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელისგულზე დევს, კარგად ვიცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....