ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებლების საჩივრები იზრდება

ბანკების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები გაზრდილია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ბანკების მიმართ 264 საჩივარია დაფიქსირებული, რაც მაისის მონაცემებზე 45-ით მეტია.

264 საჩივრიდან ყველაზე მეტი 56 საჩივარი მიმდინარე ანგარიშებს ეხება, 38 სამომხმარებლო სესხებს, 30 კი მომენტალურ განვადებას.  შინაარსის მიხედვით მომხმარებელი ყველაზე მეტად ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებს,   ადმინისტრცია/ მომსახურებას, საკომისიოებს უჩივის. შესული საჩივრებიდან განხილულ და უსაფუძვლოდ მიჩნეულ იქნა 162. 42 საფუძვლიანი აღმოჩნდა. 60 საჩივრის განხილვა კი არ დასრულებულა.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....