„ნაცმოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს.
როგორც ის ირწმუნება, რომ ქედაში “ქართული ოცნების” შტაბში გუშინ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მან ფაქტის დასადასტურებლად, თანაპარტიელის მიერ გადაღებულ ფოტო მასალა გაავრცელა. ზამბახიძის თქმით, ფოტოზე აღბეჭდილია, მაღალი რანგის ძალოვნები ემზარ ბოლქვაძე და სულხან ფარტენაძე.
„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო აქტიურდება ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები და უკვე პარტულ ოფისებში დაიწყეს სიარული. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა. ქედის მუნიციპალიტეტიდან და “ქართული ოცნების ”ოფისიდან გამოვიდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას უარი თქვას ასეთ უკანონო ქმედებებზე და თავი შეიკავნონ ასეთ უკანონობაზე ” – განცხადა ზამბახიძემ.
დღის რეიტინგული სტატიები:
- “კუს ტბის კაფემ საქველმოქმედო კონცერტიდან 5 000 ლარი მოგვპარა”
- “მე ვაფრთხილებდი ჩვენს მმართველ ძალას“: რუსული საბრძოლო მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით
- ბათუმის პორტთან გამორიყული ცხედარი იდენტიფიცირებულია
- რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ სტუდია ბურჭულაძის სტუმრობის დროს (ვიდეო)
- დღეს ფერისცვალებაა: როგორ უნდა აღნიშნოს დღესასწაული მართლმადიდებელმა მორწმუნემ
- რისთვის უნდა ციხიდან გამოსვლა მაგდა პაპიძეს: მან ციხეში წიგნის წერა დაიწყო