ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: „პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების, პიჯაკების და სუშის ქვითარის გამო არ იჭერენ” (ვიდეო)

გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას, უპასუხა, რომ პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ:

„არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს რომ გავიდა, შედეგი ყველამ ვნახეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, რომ ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა! ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ _ აღარავის ეძებენ,“ _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....