ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გუკა რჩეულიშვილი: „ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ“

„ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს:
„ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება“- მიმართა მან მოსამართლეს.
„მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე“, – განაცხად გურამ რჩეულიშვილმა.

გურამ რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს. ადვოკატმა გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....