ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნატა ფერაძის შიმშილობის მეორე დღე თბილისის მერიასთან

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე უკვე მეორე დღეა თბილისის მერიის შენობის წინ შიმშილობს.

ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს. აქტივისტი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს ვინც 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეების გაჩეხვაში მონაწილეობდა.

“მოლოდინი არის რადიკალური და მანამ შედეგს არ მივაღწევთ გაგარძელდება ჩემი შიმშლობა და ასევე, ჩემი მეგობრებიც შემომიერთდებიან, თუ ნახეს რომ დიდი ხანი გაიწელება მათი სიჩუმე. აქამდე არავინ გამოსულა ჩვენთან კონტაქტზე. დღეს შეგვაქვს პროკურატურაში გუშინდელ შემთხვევაზე სარჩელი. სარჩელის შედგენაში დაგვეხმარა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დამოუკიდებლად შეაქვს სარჩელი. ასევე დაგვეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” და აგრეთვე, ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებზე მუშაობას. უნდა გავეცნოთ კანონმდებლობას და ცოტა ხანში წარვადგენთ ინიციატივას პარლამენტში. სასარგებლო ინიციატივას, რომ არ იყოს ასე მარტივი ხეების მოჭრა”. – უთხრა ფერაძემ “ნეტგაზეთს”.

“მეტრონომი” თბილისის მერია დაუკავშირდა. უწყება ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ტერიტორიაზე იგეგმება ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის გამოც, შესული განაცხადის საფუძველზე, მერიის გამწვანების სამსახურმა 45 ხის გაჩეხვაზე გასცა ნებართვა. მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თქმით, მხოლოდ დაავადებული ხეების გაჩეხვაზე გასცეს ნებართვა.

იტვირთბა....