ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ

ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან. ერთ-ერთი დაკარგულის იაგო შარაშიძის მამის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და შემთხვევა უყურადღებობის და დაუდევრობის ბრალია.

“ეს არის დაუდევრობა უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. ოდნავ უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“ – განაცხადა იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.

დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრების თქმით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 6 ბალიანი შტორმი და ისინი წვრთნაზე არ უნდა გაეშვათ.

“სამხედრო მოსამსახურე იყო მაგრამ ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, ეს 6 ბალიანი ღელვა იყო ზღვისა.  არ უნდა გაეშვა სამსახურს წვრთნაზე, მაგრამ მათი მოვალეობა რაც აკისრიათ ალბათ შეასრულებენ ოჯახის მიმართ. უნდა მოიძებნოს დაღუპული, უნდა პატრონს ჩაბარდეს,”- განაცხადა დაკარგული სამხედროს დეიდამ ნუნუ მჟავანაძემ.

შეგახსენებთ,  გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულები ძალებიც.

მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება.  სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ  ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

“მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

“გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს”.-აცხადებენ სამინისტროში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

„ეს სტატუსი ყველას გეხებათ! “შინაურს” და გარეულსაც“ – ვის მიმართავს გიორგი ჩალაძე

“გავანათოთ კიევი” – ანდრეი შევჩენკოს მიმართვა მსოფლიოს, ჩაბნელებული ოლიმპიური სტადიონიდან

Emily Peikrishvili

„ჩვენი გამარჯვება იარაღის ძალით და სულის სიმტკიცით მოიპოვება“ – ზელენსკი უკრაინელების ფოტოებს აქვეყნებს

გახარია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე – ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა მთავრობა

რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

„ჩვენ არ დავბომბავთ კიევს, რადგან იქ ჩვენი სალოცავებია“ – მარგარიტა სიმონიანი