ინფექციური საავადმყოფოს ეზოში ნეირო განყოფილების მთავარ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კოლექტივმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა, მათი თქმით თანამშრომლებს ხელს უშლიან სრულფასოვან სამედიცინო საქმიანობაში.
მედ პერსონალი მათი პირობების გაუარესებას კომპანია “ავერსს” აბრალებს, რომელმაც ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია შეიძინა, ატარებს სარემონტო სამუშაოებს და მათ იმ შენობაში, სადაც ჯერ კიდევ ინფექციური ფუნქციონირებს, არ აძლევენ ელემენტარული პირობების გაუმჯობესების საშუალებას.