ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკომ ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ  ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

შეგახსენებთ,  გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ,  თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის პრეტენზიები ცესკო-ს მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი.

“ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. ხმაური ბედუკაძის პარტიის ირგვლივ მას შემდეგ ატყდა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცენტრისტების წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა. კლიპში პარტია ამომრჩევლებს რუსულ პენსიებს, ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყანაში რუსული ბაზების შემოყვანას სთავაზობდა.

იტვირთბა....