შეკვეთილში მინიატურული მუზეუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია საქართველოში არსებული სხვადასხვა ღირშესანიშნაობების 3D მაკეტები. სტუმრებს შეუძლიათ, მათთვის საინტერესო ისტორიული ადგილები მოინახულონ.
პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ პარკი სახელმწიფოს „ჯგუფმა ქართუმ“ აჩუქა.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.