ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი დღეს, 21 იანვარს, საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს.

დებატების თემაა „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. ის თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

იტვირთბა....