ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს

ABC News-ის ცნობით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს.

„შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. ისინი ემსახურებიან მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატების არავითარი შემდგომი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას. დაპაუზდეს შეერთებული შტატების საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით პროგრამული ეფექტურობისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესაფასებლად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებაში.

იტვირთბა....