ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თავისუფლება მზია ამაღლობელს – ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებულ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.

შეგახსენებთ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, აქციაზე დააკავეს.

იტვირთბა....