ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აღნიშნულ განკარგულებას ხელი ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინ მოაწერა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.
ტრამპის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ.