სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება განახლდა. ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება ლალი მაროშკინა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გამოძიების კითხვებს პასუხობს.
2014 წელს მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, იმიტომ რომ ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე ალაგმვა იმ უკანონობის, რაც ხდებოდა იმ პერიოდში დეპარტამენტში. მაშინ პირველი, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე. არავის არ სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო ფანტაზიის უნარია ნაციონალური მოძრაობის. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ამასთან დაკაშირებით ვერ იქნება. მე მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე. მაგრამ მე მივმართავ ძალიან დიდი პრეტენზიით პროკურატურას, რომელიც მე ამ საქმესთან დაკავშირებით მიბარებს და სულხან მოლაშვილის დამტკიცებულ საქმეზე არავინ არ დაუბარებიათ, 2004 წლის გაყვანას ვგულისხმობ“.- აცხადებს მოროშკინა.
საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 2014 წელს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, დავალებით საკნიდან გაიყვანეს. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.
მერაბიშვილის განცხადებას იმავე წელს პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება დაავალა.