უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, ამ კვირაში რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ 2 300 თავდასხმის დრონი, 1 560 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გაუშვა. ყველა ეს დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ – საცხოვრებელი შენობებისა და ენერგეტიკული ობიექტებისკენ იყო მიმართული.
„ყოველდღიურად ვმუშაობთ რუსული ტერორიზმისგან დაცვის გასაძლიერებლად. გუშინ მივიღეთ ახალი IRIS-T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანების დაცვაში მისი მუდმივი წვლილისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას საჰაერო თავსაცვის სისტემებისთვის რაკეტები სჭირდება, რათა საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

