აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტუაციურ ოთახში გამართულ სხდომაზე ირანთან შეთანხმების პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია შეთანხმებით და მის მალე გაფორმებას ელოდება, თუმცა რამდენიმე მისთვის მნიშვნელოვანი პუნქტის გამკაცრება სურს, კერძოდ, ირანის ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული პუნქტებიs.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნამ მოლაპარაკების ახალ რაუნდს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

