აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟა

ესტონეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახმელეთო საზღვრის სამ მონაკვეთზე – ლუჰამაას სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ესტონეთის, ლატვიისა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილს შორის – დრონების აღმოჩენისა და მონიტორინგის ფიქსირებული მოწყობილობები დაამონტაჟა.

„პირველი მოწყობილობები დამონტაჟდა და ფუნქციონირებას იწყებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ მივდივართ დრონების ქსელის შექმნისკენ, რომელიც მთელ ესტონეთს მოიცავს. დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დაგეგმვისას რისკები ძალიან რეალისტურად შევაფასეთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ტარომ.

მისი ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის დარჩენილ მონაკვეთებზე დრონების მონიტორინგის მოწყობილობების დამონტაჟება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება.

იტვირთბა....