უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დამატებითი საბრძოლო მასალის მიწოდება მოითხოვა.
ზელენსკის განმარტებით, ახალი სისტემები უკრაინაში 30 მაისს ჩავიდა.
„ჩვენ ასევე გვჭირდება რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რათა რუსული შეტევების მოსაგერიებლად საკმარისი შესაძლებლობა გვქონდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, IRIS-T SLM (საშუალო დიაპაზონის) და SLS (მოკლე დიაპაზონის) სისტემები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა. უკრაინა მას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იყენებს. სისტემა დაახლოებით 40 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს და 360-გრადუსიანი დაფარვა აქვს.

