ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

 

თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, ისნის, მთაწმინდის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, ჭედიას, შუშის, ულიანოვის, ლაზოს, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ჯვარედინის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....