ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ჩოხატაურელმა ბიჭმა ბრიტანეთში კომპანია დააარსა, რომლის ბრუნვა 13 მილიონია

გუკა თავბერიძის მიერ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია „Savse“-ს ბრუნვა, ბოლო სამ წელიწადში 13 მილიონი დოლარია.

გასული ერთი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 600%-ით გაიზარდა.

BBC- მ კომპანიას და მის დამფუძნებელს სიუჟეტი მიუძღვნა. ინფორმაციის თანახმად, კომპანია „Savse“, რომელიც ნატურალურ წვენებს აწარმოებს 3 წლის წინ დაარსდა:

„ეს იყო მხოლოდ ოცნება. თუმცა, შემდეგ დედაჩემის შემყურე ეს იდეა მომივიდა. 2013 წელს დავიწყე წვენების გაკეთება, თავდაპირველად ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, დედაჩემის სამზარეულოში მეძინა“, – განაცხადა გუკამ BBC- ს გადაცემაში სტუმრობისას.

გუკა თავბერიძე წარმოშობით ჩოხატაურელია. მისი ოჯახის წევრები დღესაც ჩოხატაურში ცხოვრობენ. ბრიტანეთში დედასთან 7 წლის ასაკში წავიდა.

იტვირთბა....