პეკინის ქუჩაზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. მამაკაცი მხარშია დაჭრილი, და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი და თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მგზავრებთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია მძღოლს ფულს არ უხდიდნენ, რასაც მგზავრებთან სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მათი მხრიდან ტაქსის მძღოლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მოჰყვა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.