მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი სოციალურ ქსელში ურეკის პრობლემატურ საკითხებზე წერს:
„გუშინ დავბრუნდი ურეკიდან, სამი დღე ვიყავი და მეტი ვეღარ გავძელი.
ასეთი ძვირფასი ადგილი, სამკურნალო ქვიშები მსოფლიოს შეშურდებოდა და მოვლითაც მაქსიმალურად მიხედავდა. სიბინძურეს მიაქვს იქაურობა…. ქვიშაში ყველაფერს იპოვის კაცი დაწყებული ბანანის ქერქებიდან, სიმინდის ტაროები, მოწეული სიგარეტები (ბიჩოკები) პარკები, ქაღალდები, ბოთლები, ფეხში ხან რა შეგერჭობოდა და ხან რა….სასტუმროს ღირებულება ევროპისას არ ჩამოუვარდებოდა და სისუფთავეზე კი არავინ ზრუნავს!
საღამოს ფეხით ვერსად ვერ გაისეირნებ, მანქანის გზაა ერთი და იმ გზაზე გადადის და გადმოდის ხალხი. ფაქტიურად ტროტუარი არ არსებობს, მტვერია ყველგან და მანქანების გამონაბოლი. ყველაზე მეტად თვალში ის მომხვდა, რომ ქართული წარწერა ვერსად ვერ ვნახე…რუსულად წერია ყველგან! ბანკომატი ერთია მთელს ურეკში!
სადმე, რომ შეხვიდე რესტორანში სასადილოდ, ან კაფეში ცივი წვენის მისართმევად ბარათით ვერსად ვერ გადაიხდი, აუცილებლად თანხა უნდა გედოს ჯიბეში. (რომელი საუკუნეა)? სიმწვანე გაჩეხილია სასტუმოების მშენებლობის გამო. ყოველ ორ მეტრში ახალი სასტუმრო შენდება…
სამწუხარო რეალობაა და აუცილებლად უნდა მიხედვა ამ მნიშვნელოვან ადგილს! იმედია სახელმწიფო დროულად მიიღებს ზომებს“ – წერს ქავთარაშვილი.