აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ” – ემანუელ მაკრონი

“G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბოლო მოვლენები არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნას. სანქციები უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

“უპირველესი პრიორიტეტია ენერგომატარებლების ნაკადების უწყვეტად შენარჩუნება, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება ხელს შეუწყობს ბაზრების სტაბილიზაციასა და რუსეთის შემოსავლებს შეზღუდავს. ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ასევე ესწრებოდა G7-ის ვიდეოზარს” – ემანუელ მაკრონი.

იტვირთბა....