ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში დაკავებული მასწავლებელი, რომელმაც წამებას 13 დღე გაუძლო, გუშინ გარდაიცვალა

თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 23 ივლისს საკუთარ სახლში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული მასწავლებელი გიოქჰან აჩიქოლუ დაკავებიდან 13-ე დღეს, 5 აგვისტოს, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, საკანში ყოფნის პერიოდში, არც დაკავებულმა და არც მისმა ადვოკატმა არ იცოდნენ თუ რაში ედებოდა გიოქჰან აჩიქოლუს ბრალი. დაკავების მომენტში აჩიქოლოუმ და მისმა მეუღლემ პოლიციას შეატყობინეს, რომ იგი დაავადებული იყო დიაბეტით და რომ დაკავების მომენტში მას შეტევა ჰქონდა, პოლიციამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება მასთან მოპყრობისას. აჩიქქოლუს ადვოკატმა დაკავებიდან მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლეს მისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება.

ადვოკატი ამბობს, რომ ის იყო შეშინებული იყო და ამის გამო ვერ შეძლო დაკავებულის ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ვერ შეძლო საქმის შესაბამისად წარმოება და ვერ დაიცვა მისი კლიენტი პოლიციის მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან. აღინიშნა ის გარემოებაც, რომ დაკავებულის სათვალე, რომელიც მყარი მინისგან იყო დამზადებული, გატეხილი აღმოჩნდა და პირს მკლავებზე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები.

იტვირთბა....