ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომში სტიქიით დაზარალებულები სასტუმრომ შეიფარა

გუშინ ბორჯომში სტიქიით დაზარალებულები ბორჯომში მდებარე სასტუმრო Crowne Plaza-მ შეიფარა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტიქიით დაზარალებული ლელა ნებიერიძე წერს და სასტუმროს პერსონალს მადლობას უხდის.

„დღეს ბორჯომში ვინც იყო, ეცოდინება რა ამინდი გადავიტანეთ, მემგონი წარღვნა იყო. სველები, გალუმპულები, ბავშვებით შეგვიფარა და გადაგვარჩინა სასტუმროო crowne plaza – მ არვიცი მადლობა როგორ გადავუხადოთ. შევედით თუ არა,  ხალათები, პირსახოცები, ჩაი, ყავა ,საჭმელი…  ნუ არვიცი, წარმოუდგენელი ყურადღება მოგვაქციეს, წაიღეს ჩვენი გალუმპული ტანსაცმელი, გაგვირეცხეს, გაგვიშრეს და ოთახი დაგვითმეს –  დარჩით ამ ღამე, სად უნდა წახვიდეთო. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა იცოდეთ, კეთილი ხალხი არსებობს. ამ სასტუმროში დასვენებაზე ვერც ვიოცნებებდი. დიდი მადლობა სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა, სასტუმროს მეპატრონეს. ხვალ დილით პერსონალურად გადავუხდით მადლობას. მადლობა უფალო დახმარებისთვის”- წერს ლელა ნებიერიძე.

შეგახენებთ, სტიქიის შედეგად ბორჯომში დაიტბორა შენობები, მოგლეჯილია ხეები, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცობია, მისი დათვლა დილიდან დაიწყო. სტიქიის შედეგად ბორჯომის 1000-მდე აბონენტს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია.

აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო დაზიანებულია ბორჯომის ისტორიული პარკის დიდი ნაწილი. ამ დროისთვის პარკი დახურულია, როგორც საგანგებო შტაბის წევრები აცხადებენ პარკის ნაწილის გახსნა დღის ბოლომდე მოხერხდება.

ბორჯომი სურათი

 

 

იტვირთბა....