ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის ციხეში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

საფრანგეთში, პატიმრის მიერ აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს, -ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, ჟან ჟაკ ურვო ადასტურებს.

 

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებული პატიმარი სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა, ამიტომ ციხის თანამშრომელი და მეორე პატიმარი მძევლად  აიყვანა.

სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

იტვირთბა....