შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფი“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე A. R. რომელსაც ნარკოტიკული მედიკამენტების აღმოუჩინეს:
„მის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სალონის წინა ნაწილში არსებულ სათავსოში და ასევე ავტომანქანის კარის ჯიბეში აღმოაჩინეს მედიკამენტი LYRICA- 1120 კაფსულა (300 mg pregabalin-ის შემცვლელობით).
აღნიშნული საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.“-ნათქვამია განცხადებაში.