საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა ამ თანამდებობაზე პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.
ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თავდაცვის მინისტრი კი ლევან იზორია იქნება. ლევან იზორიამ მინისტრის თანამდებობაზე “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა.