ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხარაგაულში შესაძლოა საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარე გადააყენონ

ხარაგაულის საკრებულოს სხდომა, სადაც „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების  საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი ფრაქცია “ქართული ოცნებამ” დააყენა, რასაც საკრებულოს 20 დეპუტატი უჭერს მხარს.

სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის წევრები, ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი ესწრებიან.

ხმაურის მიზეზი პარლამენტუს წევრების მითხოვნა გახდა, რომ საკრებულოს სხდომის წამყვანს სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა.

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია.

იტვირთბა....