(NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 17% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – “ნაციონალურ მოძრაობას”.
გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ იცის; 14%-მა უარი განაცხადა პასუხზე. ხოლო 5% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”, 3% – “პატრიოტთა ალიანსს” და 7% – სხვა პარტიებს.
შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველას ახლოს, რესპონდენტების 19% პასუხობს, რომ ესაა “ქართული ოცნება”, 15% – “ნაციონალური მოძრობა”.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.