აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“[…] ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს. საზეიმო ღონისძიებას კანადის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ. საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნინო წილოსანმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მისწრაფებას და აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა არის ისტორიული მომენტი, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის ურყევი ნება, თავად ჩამოაყალიბოს და შექმნას საკუთარი მომავალი, როგორც თავისუფალმა და სუვერენულმა სახელმწიფომ.” – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....